იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “ნაპოლიმ” შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყაროს. საქმე ისაა, რომ ნეაპოლიტანურ გუნდს შანსი აქვს, მერვედფინალში თამაში სამი ტურის მერე გაინაღდოს და თუ ასე მოხდა, იქნება პირველი გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის საგზური III ტურის შემდეგ მოიპოვა.
აღნიშნული რეკორდი რომ დამყარდეს, ორად-ორი რამაა საჭირო: “ნაპოლიმ” შინ სტამბულის “ბეშიქთაშს” უნდა მოუგოს, ხოლო პარალელურად, ამავე ჯგუფის მეორე თამაში, კიევის “დინამოსა” და ლისაბონის “ბენფიკაც” შორის ფრედ დასრულდეს.
ისე, მოვლენების ასეთი განვითარება დაუჯერებელი სულაც არაა. დაველოდოთ, ხსენებული მატჩები ოთხშაბათს გაიმართება.