ფეხბურთი

15:14 | 18.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რეალმა” და მოდრიჩმა თანამშრომლობა განაახლეს

მადრიდის “რეალმა” ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “სამეფო კლუბის” ვებგვერდი გვამცნობს, ბალკანელი ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ახალ ხელშეკრულებას ხელი ოთხშაბათს მოეწერება.

ლუკა მოდრიჩი “რეალში” ლონდონის “ტოტენჰემიდან” 2012 წლის ზაფხულში 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მას შემდგომ მადრიდული გრანდის საკვანძო ფიგურაა.

შეგახსენებთ, “ბლანკოსთან” კონტრაქტი მოდრიჩამდე ტონი კროოსმაც გაახანგრძლივა და ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ჯერია.

0.112822