ფეხბურთი

22:23 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" და ჰეკინგმა თანამშრომლობა გაწყვიტეს

გერმანიის ბუნდელსიგის ბინადარმა “ვოლფსბურგმა” მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი დაითხოვა. როგორც “მგლების” ვებგვერდი იუწყება, გამოცდილ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთანამშომლობის გაწყვეტის შესახებ შეთანმხმება მიღწეულია.

“ვოლფსბურგს” დროებით ახალგაზრდული გუნდის თავკაცი, ფრანგი ვალერიან ისმაილი გაწვრთნის და სწორედ ის გაიყვანს გუნდს 22 ოქტომბერს, “დარმშტადტთან” სათამაშოდ.

ჰეკინგი “ვოლსკვაგენ არენაზე” 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული მუშაობდა და ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლების სეზონი გამოდგა – მაშინ “ვოლფსბურგი” გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ქვეყნის თასს დაეუფლა, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუპერთასიც მოიგო.

მიმდინარე სეზონი კი, “ვოლფსბურგმა” საშინლად დაიწყო და ბუნდესლიგის საწყის 7 ტურში 6 ქულით მე-14 ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ “მგლებმა” პირველად და უკანასკნელად ამ სეზონში 27 აგვისტოს იმარჯვეს, როდესაც ბუნდესლიგის პირველ ტურში გასვლაზე “აუგსბურგს” აჯობეს.

0.114514