ლუგანსკის “ზორიას” ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 28 წლის ლიპარტიას “ვოლინთან” მატჩში კარგი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემა football.ua-მ დაუფასა.
“მიმდინარე სეზონში ჯაბა ლიპარტია პირველად მოხვდა სიმბოლურში. “ვოლინთან” მატჩში იგი იყო მთავარი შემოქმედი “ზორიას” შეტევების – პირველ ტაიმში ორჯერ შეეძლო გატანა, 38-ე წუთზე კი, კულაჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ასევე გამოიმუშავა ყვითელი ბარათი ჩეპელიუკზე”, - წერს გამოცემა.
ლიპარტიას მიმდინარე სეზონში 11 თამაში აქვს ჩატარებული, გოლი არ გაუტანია, ორჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.