,,მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ,,დეილი მირორს” განუმარტა, რომ “იუნაიტედში” გადასვლა გასულ წელსაც შეეძლო. თუმცა, როგორც შვედმა განაცხადა, ლუის ვან გაალის ფაქტორმა იგი დააბრკოლა - ჟოზე მოურინიოს წინადადება კი მისთვის მისაღები იყო.
,,ერთი წლის წინ ვან გაალისგანაც მივიღე შემოთავაზება, თუმცა მას უარი ვუთხარი, რადგან მისი არ მჯეროდა. თან მიმაჩნდა, რომ იმ დროისათვის ჩემი პარიზში დარჩენა უფრო პრიორიტეტული იყო. მაგრამ როდესაც მოურინიომ დამირეკა და მითხრა, მანჩესტერში გელოდებიო, მაშინვე ვუთხარი, მოვდივარ-მეთქი”, - თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გასულ ზაფხულს გადავიდა და ამ დროისთვის 11 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.