ფეხბურთი

11:40 | 17.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაგავი ხარ” – “ინტერის” ტიფოზები იკარდის განუდგნენ

“შენ არ ხარ კაცი”, “არ ხარ კაპიტანი”, “შენ ნაგავი ხარ”, “მოიხსენი კაპიტნის სამკლავური!”, – ასეთი შინაარსის ბანერები დაახვედრეს გულშემატკივარებმა ტრიბუნებზე მაურო იკარდის გუშინ, “კალიარისთან” (1:2) მატჩისას.

აგრესია არგენტინელისადმი მისმა ახლადგამოსულმა ავტოგრაფიულმა წიგნმა გამოიწვია, რომელშიც ფანებს ცუდად მოიხსენიებს.

საერთოდ, იკარდის მისამართით აგრესია ძველი თემაა: რამდენიმე წლის წინ მან თავისი მეგობარი მაქსი ლოპესი ცოლს დააშორა და თვითონვე შეირთო. ამის გამო იკარდის, ვისაც არ ეზარება, ყველა აკრიტიკებს. სხვათა შორის, ამ ფაქტს ცოტა ხნის წინათ, არგენტინელი ლეგენდები დიეგო მარადონა და ლიონელ მესიც გამოეხმაურნენ, რის შემდეგაც იკარდიმ საპასუხოდ მარადონას შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ იკარდიმ ამ სეზონში 9 თამაში ჩაატარა და 6 გატანილი გოლით “ინტერის” ბომბარდირია, თუმცა მან გუშინდელ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა, რამაც გულშემატკივარი უფრო გააღიზიანა.

0.13951