ჩეზარე პრანდელიმ ვალენსიური კარიერა წარმატებულად დაიწყო. “ღამურები” გასვლაზე “ხიხონს” დაუპირისპირდნენ და საჭირო 3 ქულა მძიმე ბრძოლაში მოიპოვეს.
იტალიელ სპეციალისტს შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ განუხორციელებია, თუმცა “ვალენსიამ” წინა მატჩებზე ბევრად უკეთ იასპარეზა და ტაქტიკურადაც შედარებით გამართულად ითამაშა.
“ღამურები” დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-7 წუთზე მარიო სუარესმა ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. სტუმრები თამაშს აკონტროლებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლომდე ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს – 41-ე წუთზე კარლოს კასტრომ თავური დარტყმით გაათანაბრა.
“ვალენსიამ” მეორე ნახევარში უფრო მოუმატა. განსაკუთრებით აქტიურობდა ჟოაო კანსელო, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ასტურიელ მცველებს უამრავი პრობლემა შეუქმნა. გოლი კი, კვლავ მარიო სუარესმა გაიტანა, რომელმაც 65-ე წუთზე მეტოქის უხეში შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი.
დარჩენილ დროში სტუმრებს კიდევ შეეძლოთ გატანა. როდრიგო მორენოს მიზანმა უმტყუნა, ხოლო კანსელოს მეკარემ აუღო. მასპინძლები ბევრს ცდილობდნენ რაიმე ღირებული შეექმნათ შეტევაში, მაგრამ ალვეშის შეწუხება ვეღარ მოახერხეს და “ღამურებმა” მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს – 1:2.
ბასკური დერბი გაიმართა “სან მამესზე”, სადაც “ბილბაომ” “სოსიედადი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველი ნახევარი დათმეს.
მეორე ტაიმში კი, “ბილბაომ” საკუთარი უპირატესობის რეალიზება მოახერხა და შეხვედრის შემობრუნება მალევე მოახერხა. 51-ე წუთზე წონასწორობა იკერ მუნიაინმა ულამაზესი შორეული დარტყმით აღადგინა, ხოლო 9 წუთში არიც ადურისმა სტუმართა უხეში შეცდომით ისარგებლა, ხერონიმო რულის თავზე გადაუგდო ბურთი და მასპინძლები დააწინაურა. 72-ე წუთზე სტუმრებმა დაცვაში კიდევ ერთი საშინელი შეცდომა დაუშვეს, რომელიც ინიაკი უილიამსის გოლით დასრულდა. “სან მამესზე” შეკრებილ პუბლიკას ნერვიულობა მაინც ბოლო წუთებამდე მოუწია, რადგან 83-ე წუთზე ინიგო მარტინესმა ეფექტური თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა და “სოსიედადი” თამაშში დააბრუნა, თუმცა მეტის გაკეთება სტუმრებმა ვეღარ შეძლეს და 3 ქულა “ბილბაოს” დარჩა – 3:2.
“ალავესი” საკუთარ მოედანზე “მალაგას” დაუპირისპირდა და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. ბასკები დეივერსონის გოლით დიდი ხნის განმალობაში იგებდნენ, თუმცა 85-ე წუთზე როსალესმა წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.
“ვილიარეალმა” “ელ მადრიგალზე” წინა ტურში “ბარსელონას” დამმარცხებელი “სელტა” მიიღო და კუდით ქვა ასროლინა. “ყვითელი წყალქვეშა ნავები” გალისიელებს ძალიან იოლად გაუსწორდნენ და 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მასპინძლების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და მე-12 წუთისთვის რობერტო სორიანოს უკვე დუბლი ჰქონდა შესრულებული. ტაიმის ბოლოს მიმდინარე ლა ლიგაში პირველად გაიტანა სედრიკ ბაკამბუმ და მასპინძლები შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
“ვილიარეალისთვის” მეორე ნახევარიც იდეალურად დაიწყო და 48-ე წუთზე ვასმა ავტოგოლი მიითვალა. ამის შემდეგ, მასპინძლებს თავი დიდად აღარ მოუკლავთ, ხოლო სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ. 87-ე წუთზე მეორე გაფრთხილების მიღების გამო მოედნის დატოვება სერხიო გომესს მოუწია, რაც იმით დასრულდა, რომ 92-ე წუთზე ტრიგეირასმა კიდევ ერთი ბურთი გაუტანა სერხიო ალვარესს და “სელტამ” დამამცირებელი მარცხი იწვნია – 5:0.
ალავესი – მალაგა 1:1 (1:0)
ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”
ალავესი (4-3-2-1): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, ვიგარაი, მ.გარსია, კამარასა (ვ.გარსია 92), მენდეში (ტოკერო 74), კატაი (სობრინო 79), მ.ლორენტე, დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ვილანუევა, მ.ტორესი, რიკა (ელ ნესირი 46), როსალესი, კამაჩო, დ.ლორენტე (ხუანპი 20), ხ.კარლოსი, ფორნალსი, ჩ.კასტრო (ხონი 66), ს.რამირესი.
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი
გოლები: 1:0 დეივერსონი (9), 1:1 როსალესი (85)
გაფრთხილებები: მ.გარსია, ტოკერო, კამარასა – როსალესი, ელ ნასერი, ხუანპი
გაძევებები: ტ.ერნანდესი (90), ხუანპი (94)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბილბაო – სოსიედადი 3:2 (0:1)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ი.ალვარესი, ლაპორტე, ლეკუე, დე მარკოსი (საბორიტი 66), სან ხოსე, იტურასპე, რ.გარსია, უილიამსი (მ.რიკო 82), მუნიაინი (სუსაეტა 69), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, ბერჩიჩი, ილარამენდი, პრიეტო (კანალესი 68), ზურუტუზა, ველა (ხუანმი 81), ოიარზაბალი (კონჩა 88), ვ.ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
გოლები: 0:1 ზურუტუზა (16), 1:1 მუნიაინი (51), 2:1 ადურისი (60), 3:1 უილიამსი (72), 3:2 ი.მარტინესი (83)
გაფრთხილებები: ადურისი, რ.გარსია, სან ხოსე – ი.მარტინესი, ილარამენდი, რული
მსაჯი: გონსალეს გონსალესი
ხიხონი – ვალენსია 1:2 (1:1)
ხიხონი, “ელ მოლინონი”
ხიხონი (4-4-2): კუელარი, მერე, ამორობიეტა, კასტელიანო, ი.ლოპესი, ს.ალვარესი, აიტ-ატმანე, ვ.როდრიგესი, მ.გომესი, კ.კასტრო, ჩოპი.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, სანტოსი, მონტოია, გაია, ე.პერესი, მ.სუარესი, პარეხო, კანსელო, მინა, როდრიგო.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
გოლები: 0:1, 1:2 მ.სუარესი (7;65), 1:1 კ.კასტრო (41)
გაფრთხილებები: აიტ-ატმანე, ჩოპი, მერე, ბურგუი, ამორობიეტა – ბაკალი
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო
ვილიარეალი – სელტა 5:0 (3:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, ალვარო, ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი, ბ.სორიანო (რ.ერნანდესი 82), რ.სორიანო, კასტილიეხო, ბაკამბუ (დოს სანტოსი 65), სანსონე (პატო 73).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი (სენე 73), რადოია, სისტო (ჩეიკი 52), ორელიანა, ბონდონდა, ასპასი (როსი 58).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 1:0, 2:0 რ.სორიანო (8;12), 3:0 ბაკამბუ (38), 4:0 ვასი (48 ს.კ.), 5:0 ტრიგეირასი (92)
გაფრთხილებები: ალვარო – ს.გომესი, ასპასი, ორელიანა, ჩეიკი, ვასი
გაძევება: ს.გომესი (87)
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი