ფეხბურთი

19:16 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის და ფერეირას გაძევების ეპიზოდი (VIDEO)

თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი და მცველი რენე ფერეირა ლანჩხუთის "გურიასთან" უმაღლესი ლიგის დღევანდელ მატჩში მოედნიდან ერთმანეთთან წაკინკლავების გამო გააძევეს, რის გამოც გუნდს მთელი ტაიმი 9 ფეხბურთელით მოუწია თამაში.

მეორე ტაიმის დასაწყისში "გურიას" ფეხბურთელი გიორგი ჭედიაც გააძევა მსაჯმა. ასე, ათი ცხრაზე წარიმართა მეორე 45-წუთეული და "დინამომ" მაინც იმარჯვა: ლადო დვალიშვილმა გახსნა ანგარიში, მერე კი ზაზა ჭელიძემ მეორე გაიტანა. "დინამომ" 21 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონატში.

0.11536