ფეხბურთი

18:20 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის მე-14 გოლი, გოგიას დუბლი და საგოლე პასი

ფინეთის პირველ ლიგაში სეზონში მე-14 გოლი გაიტანა ირაკლი სირბილაძემ. მისმა კპვ-მა შინ 1:1 ითამაშა ბოლოსწინაადგილოსან კტპ-სთან და მეხუთე ადგილზეა. სირბილაძემ 72-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ სტუმრებმა ბოლოს პენალტით გაათანაბრეს. კტპ-შიც ითამაშა ქართველმა, კერძოდ, 30 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ოსიტაშვილმა.

სირბილაძე ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა და 3 გოლით ჩამორჩება ლიდერს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის "დინამომ" 5:0 გაანადგურა "შტუტგარტი", აკაკი გოგიამ კი ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. 24 წლის ქართველმა შემტევმა 83 წუთი ითამაშა. შეგახსენებთ, გოგია გერმანიის მოქალაქე გახლავთ.

აზერბაიჯანში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" "გაბალასთან" 1:1 ითამაშა და მეორე პოზიციაზეა. სვანაძის გუნდში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა, ხოლო "გაბალას"კვლავ აკლდა ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და ორიოდე დღეა, რაც ვარჯიში დაიწყო.

0.104989