ფეხბურთი

17:44 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ნავსი გატეხა, "სამტრედიამ" ლიდერობა გაიმყარა, ფოთელებმა ბათუმელებს პირველი მარცხი აგემეს

გაიმართა უმაღლესი ლიგის 4 მატჩი. თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში 9 კაცით მოიგო. საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა ერთმანეთში წაკინკლავდნენ, მსაჯმა კი ორივე მათგანი გააძევა. "გურიასაც" გაუძევეს ფეხბურთელი, კერძოდ, გიორგი ჭედია.

ასე, ათი ცხრაზე წარიმართა მეორე ტაიმი და "დინამომ" მაინც იმარჯვა: ლადო დვალიშვილმა გახსნა ანგარიში, მერე კი ზაზა ჭელიძემ მეორე გაიტანა. "დინამომ" 21 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონატში.

თბილისელთათვის კარგი ამბავი მოხდა ზემო იმერეთში, რადგან ლიდერმა "ჩიხურამ" წაიფორხილა: შინ ფრედ ითამაშა ქობულეთის "შუქურასთან" (1:1). საჩხერელები 4 ქულით უსწრებენ "დინამოს", თუმცა არ დაგვავიწყდეს "ლოკომოტივი", რომელიც მესამე ადგილზეა, 6 ქულას აგებს "ჩიხურასთან", მაგრამ ამ წუთისთვის ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"წითელ ჯგუფში" ლიდერობა გაიმყარა "სამტრედიამ", რომელმაც "სიონს" სტუმრად 3:0 მოუგო. გოლები დავით რაჟამაშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ და ბაჩანა არაბულმა გაიტანეს. "სიონი" კი 8 ტურის შემდეგ, 5 ქულის ამარაა.

ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა ფოთის "კოლხეთმა". გელა სანაიას გაწვრთნილებმა ბათუმის "დინამოს" 1:0 აჯობეს, გადამწყვეტი გოლი კი უკრაინელმა ვლადიმირ კორობკამ მიითვალა. ეს ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში და ლევან ხომერიკის გუნდი მესამე ადგილზეა. ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გია ცეცაძის "სამტრედიაა".

თეთრი ჯგუფი

გურია (ლანჩხუთი) - დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 დვალიშვილი (49), 0:2 ჭელიძე (72)

გაძევება: პაპუნაშვილი (45, დინამო), რენე (45, დინამო), ჭედია (45+1, გურია)

ჩიხურა (საჩხერე) - შუქურა (ქობულეთი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 შალამბერიძე (39), 1:1 დობროვოლსკი (69)

ტორპედო (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 19:00 საათზე დაიწყება

წითელი ჯგუფი

სიონი (ბოლნისი) - სამტრედია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (35), 0:2 ზივზივაძე (69), 0:3 არაბული (80)

დინამო(ბათუმი) - კოლხეთი (ფოთი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კორობკა (53)

ზუგდიდი - დილა (გორი) ხვალ 15:30 საათზე დაიწყება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.284357