ფეხბურთი

16:28 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" ლანჩხუთში 9 კაცით დარჩა

თბილისის "დინამო" სტუმრად ეთამაშება ლანჩხუთის "გურიას", ამჟამად შესვენებაა და ანგარიშია 0:0. საგულისხმოა, რომ დინამოელები 9 კაცით დარჩნენ, მსაჯმა მათ 44-ე წუთზე ორი ფეხბურთელი გაუძევა: გიორგი პაპუნაშვილი და რენე ფერეირა ერთმანეთთან ჩხუბისთვის.

ტურის სხვა მატჩებზე: "სამტრედია" დავით რაჟამაშვილის გოლით სტუმრად უგებს ბოლნისის "სიონს" (1:0) და ასეთივე ანგარიშია "ჩიხურა"-"შუქურას" შეხვედრაში. სტუმართაგან გოლი კობა შალამბერიძემ გაიტანა. ბათუმის "დინამო" ფოთის "კოლხეთს" ეთამაშება და ანგარიში არ გახსნილა.

19:00 საათზე ქუთაისში "ტორპედო"-"ლოკომოტივი" დაიწყება.

0.155806