ფეხბურთი

16:03 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ღავთაძეს "ურალის" ახალგაზრდულში გააქვს

უკვე სამი წელია, რეზო ღავთაძე ეკატერინბურგის "ურალის" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. ის შემტევი ნახევარმცველია და თავის გუნდში ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც მიიჩნევა. ღავთაძე 21 წლისაა და ზესტაფონში გახლავთ დაბადებული, თუმცა ადრეული ასაკიდანვე "ურალში" მივიდა და რუსეთის მოქალაქე გახლავთ.

ღავთაძემ დღეს "ურალი"-"ზენიტის" 21-წლამდელთა დაპირისპირებაში გოლი გაიტანა. მე-80 წუთზე 3:3 გახადა ანგარიში და მატჩი ასეც დასრულდა.

0.124304