ფეხბურთი

0:18 | 15.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შოუ და მხითარიანი "ლივერპულთან " სათამაშოდ მზად არიან

ლუკ შოუმ და ჰენრიხ მხითარიანმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთს თავი დააღწიეს და "ლივერპულთან" პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

შოუს ტრავმის გამო ბოლო ხუთი მატჩი გაუცდა, ხოლო ჰენრიხს - 6. ფეხბურთელები ინგლისის და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრებშიც ვერ დაეხმარნენ.

"ლივერპულის" და "მანჩესტერის" დაპირისპირება 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.113559