ფეხბურთი

20:18 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში გრიზმანი და ვალვერდე გამოარჩიეს

ესპანეთის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემტევმა გასულ თვეში ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა.

სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი კი "ბილბაოს" თავკაცი ერნესტო ვალვერდე გახდა. ესპანელი გაწვთნილის გუნდმა ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ამჟამად ბასკები 12 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ატლეტიკოს" სამი ქულით ჩამორჩებიან.

0.121372