ფეხბურთი

18:20 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელებში გაიტანა

გიორგი არაბიძემ დონეცკის "ოლიმპიკისა" და დონეცკის "შახტარის" 21-წლამდელთა დაპირისპირებაში გოლი გაიტანა. 34-ე წუთზე ორი მცველი მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. “შახტარმა” 3:0 მოიგო, თავად ქართველმა შემტევმა კი 80 წუთი ითამაშა.

"ოლიმპიკის" 21-წლამდელებშიც ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა: 20 წლის მცველმა ლუკა ნადირაძემ ბოლო 11 წუთი დაჰყო მინდორზე. ნადირაძე წლეულს აგვისტოში გადავიდა "ოლიმპიკში".

0.119865