ინგლისის პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა. იგი პირველი გერმანელია, ვინც ალბიონური ლიგის თვის გამორჩეულ სპეციალისტად აღიარეს.
სექტემბერში კლოპის დამოძღვრილმა “ლივერპულმა” სამიდან სამი თამაში მოიგო და 11 გოლის გატანა მოახერხა – “ლესტერთან” 4:1, “ჩელსისთან” 2:1 და “ჰალ სიტისთან” 5:1.
“არ მჭირდება პერსონალური ტიტულები, მაგრამ ბუნებრივია, ეს ძალიან სასიამოვნოა. ამჟამად ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით, მაგრამ პრემიერლიგა სავსეა ძლიერი გუნდებით და წინ რთული მატჩები გველოდება”, - თქვა კლოპმა.
იურგენმა აღნიშული ჯილდოსთვის ბრძოლაში ალან პარდიუს, არსენ ვენგერს, პეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინიოს აჯობა. აგვისტოში კი, იგივე პრიზი “ჰალის” თავკაცმა მაიკ ფელანმა მოიგო.