კალათბურთი

12:49 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ რეკორდი დაამყარა

ევროლიგის ტოპ 16-ის გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა მოსკოვის ცსკა-მ გასვლაზე სტამბულის “გალათასარაი” 109:84 გაანადგურა. ცსკა-მ კლუბის ისტორიაში ევროლიგაზე ყველაზე მეტი 109 ქულა ჩააგდო, რაც კლუბის რეკორდია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თურქულ კლუბს არანაირი შანსი არ ჰქონია. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ნანდო დე კოლოს ანგარიშზეა, მილოშ ტეოდოსიჩმა გუნდს 20 ქულა და 11 პასი შესძინა. თურქულ კლუბში კი სინან გიულერი 16 ქულით გამოირჩა.

0.209778