ჩოგბურთი

21:38 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ-ესპანური წყვილი ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელის ოქსანა კალაშნიკოვას და ესპანელი ლარა არუაბარენას წყვილმა ჩინურ ტიანჯანში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ოქსანამ და ლარამ მეოთხედფინალში ჩინური დუეტი ქსინიუ დაო და ინ ჟანგი 6:4, 7:5 დაამარცხეს და ნახევარფინალში მაკჰეილი-პენგის წყვილს შეხვდებიან.

აღნიშნული შეხვედრა 14 ოქტომბერს თბილისის დროით 08:30 საათზეა ჩანიშნული.

0.125504