როგორც კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ხავიერ მასკერანო კლუბთან ხელშეკრულებას ორი წლით გაახანგრძლივებს და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება. ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ორშაბათს, 17 ოქტომბერს გააფორმებს.
მასკერანო "ბარსელონას" მაისურით უკვე მეშვიდე სეზონს ატარებს და 289 მატჩი აქვს ჩატარებული. ფეხბურთელმა ესპანურ გრანდში თამაშის პერიოდში 17 ტურნირი მოიგო.