ისკოს აგენტის პაკო ალარკონის თქმით, ისკო “რეალის” დატოვებას არ აპირებს.
“ისკო ზამთარში “რეალიდან” წასვლას არ აპირებს. დანამდვილებით გეტყვით, რომ ესპანელი 2017 წლის ზაფხულამდე კლუბში დარჩება”- განაცხადა ალარკონმა.
ისკოს აგენტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევარმცველის გადაბირებას “მილანი” და “იუვენტუსი” აპირებდნენ.