მადრიდის “რეალი” და კლუბის უელსელი შემტევი გარეტ ბეილი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, რამდენიმე კვირაში ბეილი კლუბთან კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს.
ბეილი “რეალში” ტოტენჰემიდან” 2013 წელს გადავიდა. შემტევმა “რეალის მაისურით 125 მატჩი ჩაატარა 60 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა გააკეთა.