შანხაის მასტერსის 1/8-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის 131-ე ნომერი კანადელი ვაცეკ პოსპიშილი 6:4, 6:4 დაამარცხა და 1/4-ფინალში მიშა ზვერევს შეხვდება. კანადელმა სერბს მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.
ბრიტანელმა ენდი მარეიმ შანხაის მასტერსის მერვედფინალში ფრანგი ლუკას პუილე 6:1, 6:3 გაანადგურა. ფრანგს ბრიტანელთან არანაირი შანსი არ ჰქონია. მეოთხედფინალში ენდი დავიდ გოფინს შეხვდება.
შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 3 849 445 ამერიკულ დოლარს შეადგენს.