ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭოკით მხტომელი ელენა ისინბაევა სავარაუდოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდება. რუსული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რადგან ლეგენდარული მძლეოსნისთვის ახალი თანამდებობა რუსეთის პრეზიდენტს შეუთავაზებია.
ისინბაევას გაპრეზედინტების პერსპექტივას ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი კი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
34 წლის ელენა ისინბაევა 2004 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 2012 წლის ოლიმპიადის ბრინზაოს პრიზიორია. რიო 2016-ზე კი რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციის გამო ვერ გამოვიდა და ჯერ კიდევ ოლიმპიადის მიმდინარეობისას, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.