დანიის თასის მერვედფინალში გავიდა დავით სხირტლაძის „სილკებორგი“, რომელმაც დრამატულ მატჩში სტუმრად აჯობა „სკივეს“ – 3:1. არადა, მასპინძლები 90-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა შეხვედრის დასასრულს გოლი გაუშვეს, დამატებით დროში კი, სხირტლაძის თანაგუნდელებმა უფრო მოინდომეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.
ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთამდე ითამაშა. თუმცა არ შეუცვლიათ, წითელი ბარათი მიიღო და მოედანიც ამიტომ დატოვა. მისი გაძევების შემდეგ კი, „სილკებორგმა“ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.