ოთარ კაკაბაძის “ხიმნასტიკმა” კოპა დელ რეის 1/16 ფინალში გააღწია. ტარაგონელებმა დღეს მადრიდში “რაიო ვალეკანოს” პენალტების სერიაში აჯობეს 5:4. ამაში საკმაო წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 120 წუთიც გაატარა.
აღსანიშნავია, რომ ოთარმა მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გოლის გატანაც შესძლო VIDEO – იგი მეორე მივიდა თანაგუნდელთაგან ბურთთან და ანგარიში საფეხბურთო ლატარიაში 2:0 გახადა.
მოგეხსენებათ, კაკაბაძემ სამი დღის წინ, კარდიფში უელსის ნაკრებთან ითამაშა, თუმცა კლუბში დროულად დაბრუნდა და კარგი შეხვედრაც ჩაატარა. საგულისხმოა, რომ ქართველმა უკვე მიჯრით მესამედ ითამაშა კატალონური გუნდის რიგებში, რაც ცალსახად სასიხარულო ფაქტია.