“გოლდენ ფუტის” 2016 წლის ჯილდო ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მოიგო. მოგეხსენებათ, აღნიშნული პრიზი 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს გადაეცემათ უკვე 14 წელია.
ბუფონი მეოთხე იტალიელი ფეხბურთელია რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროსა და ფრანჩესკო ტოტის შემდგომ, ვინც “გოლდენ ფუტი” მოიგო. “იუვენტუსის” ფეხბურთელთაგან კი მესამე, იმავე დელ პიეროსა და პაველ ნედვედის მერე.
ჯიჯი ტრადიციულად მოკრძალებული იყო და თქვა: "იმედია, ეს პრიზი მართლა დავიმსახურე"