ჩოგბურთი

18:27 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთთვიანი შესვენების შემდეგ კორტს შანხაის მასტერსზე დაუბრუნდა. სერბმა პირველ წრეში იტალიელი ფაბიო ფონინი 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ტურნირის 1/8-ფინალში ნოვაკი პოსპიშილი-დიმიტროვის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი შანხაის მასტერსის მოქმედი ჩემპიონია. ნოვაკს აღნიშნული ტიტული კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული (2012, 2013, 2015).

0.1138