ფეხბურთი

13:08 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხამესს მოკვლით ემუქრებიან

მადრიდის “რეალისა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევს ხამეს როდრიგესს და მის ოჯახს ემუქრებიან. როგორც ევროპული გამოცემები იტყობინებიან, ფეხბურთელი მუქარის წერილებს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” იღებს. ხამესს შეყობინებებს დაჯგუფება უგზავნის, რომელიც საკუთარ თავს Legion Holk-ად მოიხსენიებს. გვერდის სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით ვარაუდობენ, რომ მისი მფლობელი ბუენოს აირესში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ გამოძიება დაწყებულია.

მუქარის წერილების შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის დედამ გამოაქვეყნა, რომელიც აცხადებს, რომ ნახსენები გვერდიდან შვილის მისამართით მუქარის შემცველ შეტყობინებებს მასაც უგზავნიან.

ცოტა ხნის წინ გვერდზე, რომელიც Frekeman-ის სახელითაა დარეგისტირებული, ფოტო გამოქვეყნდა, მასზე გამოსახულია ყუთი ტყვიებით, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და ხელნაწერი შეტყობინება: “ხამეს როდრიგეს, Legion Holk-ი თვალს გადევნებს”.

როდრიგესი ბოლო დღეებში კოლუმბიის ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფებოდა, თუმცა ტრავმის გამო ნაკრების დატოვება და სამკურნალოდ მადრიდში დაბრუნება მოუწია.

0.115937