საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სერბ თანატოლებთან. ორიოდ დღის წინ გიორგი ყიფიანის გუნდმა 1:1 ითამაშა, ამჯერად კი 0:1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გავიდა - სავა პეტროვმა მეკარესთან პირისპირ დარჩენით ისარგებლა. რასაც ქართველებმა ორი გაცუდებულიმომენტით უპასუხეს - ჯერ გიორგი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა ახლოდან, მერე კი სერბთა მეკარემ აიღო ურთულესი თავური.
მწვრთნელებმა წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ბევრ მოთამაშეს მისცეს თამაშის საშუალება.
საქართელო U19 - სერბეთი U19 0:1
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო U19: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ფოჩხუა (64’ სამურკასოვი), გოგილაშვილი, არაბიძე (64’ ჩოგაძე), ხუბაშვილი, მალი, კვანტალიანი (55’ ჩაკვეტაძე), ლაკვეხელიანი (55’ ქოჩორაშვილი), საღრიშვილი (64’ ბუღრიძე)
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
სერბეთი U19: სტანკოვიჩი (69’ პოპოვიჩი), დუკიჩი (46’ ბლაგოიევიჩი), ნიშიჩი (69’ ნიკოლიჩი), დინგა, ბოსნიაკი (46’ ილიჩი), გოიკოვი, პეტროვიჩი, რაჩიჩი, პეტროვი, აჯიჩი (46’ ზლატანოვიჩი), პეიოვიჩი (69’ ბირმანჩევიჩი)
მთ. მწვრთნელი: მილან კოსანოვიჩი
მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ალეკო აფციაური, დავით ახვლედიანი, ირაკლი ხერხაძე
გაფრთხილება: 19’ დუკიჩი, 62’ ფოჩხუა, 73’ პეტროვიჩი, 81’ ბირმანჩევიჩი, 81’ სამურკასოვი
გოლი: 0:1 პეტროვი (53)
GFF.GE