ფეხბურთი

16:40 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

I ჯგუფი: ისლანდიამ მუნდიალსაც დაუმიზნა (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშს როგორც ჩანს, ისლანდიის ნაკრებიც აპირებს – კუნძულელები დიდებულად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის მერე, მუნდიალის საკვალიფიკაციოზე დამაჯერებლად ასპარეზობენ.

ისლანდიელებმა გუშინ, თურქეთის ნაკრებს მოუგეს 2:0 და 7 ქულით ჯგუფის თანალიდერები არიან ხორვატიასთან ერთად. ბალკანელებმა თავის მხრივ ფინეთში ადგილობრივ ნაკრებს მარიო მანჯუკიჩის კინკილა გოლით აჯობეს.

წესით ამ ჯგუფიდან გასასვლელად ხსენებულ ორ ნაკრებთან ერთად უკრაინამაც უნდა იბრძოლოს. ანდრეი შევჩენკოს შეგირდებმა საწყისი ორი ფრის შემდგომ გუშინ კოსოვოსთან პირველი სამი ქულა ირგუნეს.

უკრაინა – კოსოვო 3:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 რაჰმანი (31, ა.გ), 2:0 იარმოლენკო (81), 3:0 როტანი (87)

ფინეთი – ხორვატია 0:1 (0:1) VIDEO

გოლი: 0:1 მანჯუკიჩი (18)

ისლანდია – თურქეთი 2:0 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 ტოპრაკი (42, ა.გ), 2:0 ფინბოგასონი (44)

1. ხორვატია 3 2 1 0 8:1 7
2. ისლანდია 3 2 1 0 6:3 7
3. უკრაინა 3 1 2 0 6:3 5
4. თურქეთი 3 0 2 1 3:5 2
5. ფინეთი 3 0 1 2 3:5 1
6. კოსოვო 3 0 1 2 1:10 1

მომდევნო ტური – 12 ნოემბერი

ხორვატია – ისლანდია

თურქეთი – კოსოვო

უკრაინა - ფინეთი

0.16081