კალათბურთი

18:45 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა უნდა

არგენტინის კალათბურთის ფედერაცია 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს, აღნიშნულ ინფორმაციას sportando.com-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველები თურქეთი, გერმანია და ყატარი არიან. 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება.

არგენტინაში საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარებულა - 1950 და 1990 წლებში.

0.114784