კალათბურთი

14:48 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და ოვერტაიმში მარცხი "ბარსელონასთან"

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ კატალონიაში „ბარსელონასთან“ დამატებით დროში დამარცხდა. პირველი ტაიმი ბასკურმა გუნდმა 6 ქულით წააგო, თუმცა მეორე ზუსტად ასეთი სხვაობით მოიგო და მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 84:84 დასრულდა.

დამატებით დოში ბარსელონელებმა თავისი გაიტანეს და ბასკონიელები საბოლოოდ 98:92 დაამარცხეს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. საბოლოოდ შენგელიმ 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ვიტორიელთაგან 10 ქულით, 10 მოხსნით და პასით საუკეთესო ადამ ჰანგა გახლდათ, ხოლო ანდრეა ბარნანიმ ბასკურ კლუბს 18 ქულა შესძინა. „ბარსელონაში“ 24 ქულით ჯასტინ დოლემანი გამოირჩა, 20 ქულა კი ტირის რაისმა დააგროვა.

3 ტურის შემდეგ „ბასკონიას“ 2 მოგება აქვს. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 16 ოქტომბერს, შინ შერმადინი-ბურჯანაძის“ანდორასთან“ გამართავს.

gbf.ge

0.113125