ჩოგბურთი

10:40 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რადვანსკამ მე-20 ტიტული მოიპოვა

მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, პოლონელმა აგნეშკა რადვანსკამ ერთეულთა თანრიგში კარიერაში მეოცე ტიტული მოიპოვა. აგამ კარიერაში პეკინის მასტერსი მეორედ მოიგო. პოლონელმა ფინალში ბრიტანელი კონტა იოლად 6:4, 6:2 დაამარცხა. რადვანსკამ 10-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო კოტნამ 5-დან მხოლოდ ერთი. აგნეშკამ პეკინის მასტერსი ისე მოიგო, რომ ერთი სეტიც არ წაუგია, პოლონელმა ფინალამდე შემდეგ ჩოგბურთელებს აჯობა: ვანგი, მაკაროვა, ვოზნიაცკი, შვედოვა და სვიტოლინა.

აგამ ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 663 575 ამერიკული დოლარი მიიღო.

0.112639