ზუსტად ერთ საათში კარდიფში, უელსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დაიწყება. უკვე ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო შემადეგნლობა.
ვლადიმირ ვაისის სასტარტო თერთმეტეული ზუსტად ისეთივეა, როგორც სამი დღის წინ, ირლანდიასთან მატჩში იყო. სხვათა შორის, უელსისა და საქართველოს ნაკრებთა ძირითადი შემადგენლობები ზუსტად დაემთხვა იმ ვერსიას, რომელიც WORLDPSORT.GE-მ აღნიშნული თამაშის წინასამატჩოში შემოგთავაზათ.
უელსი (3-5-2): ჰენესი; ჩესტერი, უილიამსი, დევისი; განტერი, ედვარდსი, ლედლი, კინგი, ტეილორი; ბეილი, ვოუკსი
მწვრთნელი: კრის კოულმენი
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; დაუშვილი, გვილია; ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი; მჭედლიძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯი: პაოლო მაცოლენი (იტალია)