ფეხბურთი

22:51 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ცისკარიძე: “ბეილის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ზურაბ ცისკარიძე მიიჩნევს, რომ “ჯვაროსნები” ირლანდიასთან მატჩში სამ ქულას იმსახურებდნენ. როგორც ცისკარიძემ უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გარეტ ბეილის წინააღმდეგ თამაში ყველასთვის დიდი პატივია.

"ვინც დუბლინური მატჩი ნახა, დაგვეთანხმება, რომ სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა. დაახლოებით ასე იყო ავსტრიასთანაც. ორივე შეხვედრაში 3-4 იდეალური მომენტი გვქონდა. გარეთ ბეილი? მას წარმოუდგენელი თვისებები აქვს. მწვრთნელს აქვს თავისი გეგმები, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, ბეილის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პატივია”, - თქვა ცისკარიძემ.

უელსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ხვალ, 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.115325