ფეხბურთი

21:21 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი მადრიდში სამკურნალოდ დაბრუნდა

მადრიდის "რეალის" შემტევი ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვერც ურუგვაისთან მატჩში დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია კოლუმბიის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ხამესი ეროვნულ გუნდს პარაგვაისთან მოგებულ (1:0) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ვერ დაეხმარა. ნაკრების მწვრთნელების გადაწყვეტილებით ფეხბურთელმა შეკრება დატოვა და ესპანეთში სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის.

მიმდინარე სეზონში ხამესმა საკლუბო დონეზე 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. სანაკრებო დონეზე კი თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.125118