საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთან ამხანაგური მატჩი 1:1 დაასრულა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის საწყის წუთებში პენალტით გაუშვეს გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მცველმა დავით კობოურმა (თბილისის "დინამო") გაათანაბრა.
გუნდები 10 ოქტომბერს ისევ "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა კვლავ 16:00 საათზე დაიწყება.
როგორც იცით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაისად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს და ამიტომაც შესარჩევისგან თავისუფალია.
8 ოქტომბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-სერბეთი 1:1
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ხუბაშვილი, კობოური, ფოჩხუა, ლაკვეხელიანი, ქოჩორაშვილი (სამურკასოვი 64), ჩაკვეტაძე (არდაზიშვილი 78), კვანტალიანი (ბუღრიძე 64), არაბიძე (ჩოგაძე 78), გოგილაშვილი (კოხრეიძე 64)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
სერბეთი: სტანკოვიჩი, ილიჩი (ნიშიჩი 52), დინგა, ზლატანოვიჩი (აჯიჩი 75), ბოშნიაკი, გოიკოვი, პეტროვიჩი, ვლაჰოვიჩი (პეტროვი 20), რაჩიჩი, ბლაგოევიჩი (დუკიჩი 66), ნიკოლიჩი (პეიოვიჩი 52)
მწვრთნელი: მილან კოსანოვიჩი
გოლები: 0:1 აჩიჩი (3 პენ), 1:1 კობოური (51)
გაძევება: პეტროვი (28)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი