მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის H ჯგუფში თავიდანვე აშკარა ფავორიტად ბელგიის ნაკრები მოინათლა და სტატუსს სრულად ამართლებს – “წითელმა ეშმაკებმა” მეორე ტურში ბოსნიის მძლავრ ნაკრებს გადაუარეს – 4:0. წესით, რობერტო მარტინესის გუნდს რუსეთის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.
ბელგიასთან ერთად უდანაკარგოდ ასპარეზობს საბერძნეთიც – ბერძნებმა გუშინ კვიპროსის ნაკრებს პრინციპული შეხვედრა მოუგეს. ელადებმა ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყვტეს კონსტანტინოს მიტროღლუსა და პეტროს მანტალოსის გოლებით აჯობეს.
ჯგუფის მესამე შეხვედრაში ესტონეთმა ტალინში გიბრალტარის ნაკრებს 4:0 გაანადგურა.
ესტონეთი – გიბრალტარი 4:0 (0:0) VIDEO
გოლები: 1:0 კაეიტი (47), 2:0 ვასილიევი (52), 3:0 კაეიტი (70), 4:0 მოსნიკოვი (88)
ბელგია – ბოსნია 4:0 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 სპაჰიჩი (26, ა.გ), 2:0 აზარი (29), 3:0 ალდერვეიელდი (60), 4:0 ლუკაკუ (79)
საბერძნეთი – კვიპროსი 2:0 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 მიტროღლუ (12), 2:0 მანტალოსი (42)
1. | ბელგია | 2 | 2 | 0 | 0 | 7:0 | 6 | |
2. | საბერძნეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 6:1 | 6 | |
3. | ბოსნია | 2 | 1 | 0 | 1 | 5:4 | 3 | |
4. | ესტონეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 4:5 | 3 | |
5. | კვიპროსი | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 | |
6. | გიბრალტარი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:8 | 0 |
მომდევნო ტური – 10 ოქტომბერი
ბოსნია – კვიპროსი
ესტონეთი – საბერძნეთი
გიბრალტარი – ბელგია