საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ მფლობელი კომპანია „სტარ სპორტ ინვესტი“ ოფიციალურად გახდა.
ცნობილია, რომ ებრაელ ინვესტორთა ჯგუფი კლუბის შეძენის თაობაზე გორის მერიასთან რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებს. გარკვეული სახელმწიფო პროცედურების გამო პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა საკითხი მოგვარდა და კლუბი აუქციონის წესით გაიყიდა.
როგორც „დილას“ პრესსამსახური იტყობინება, 7 ოქტომბერს, გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დაბრაზში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სტარ სპორტ ინვესტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც გორის „დილა“ ებრაელ ინვესტორებს ოფიციალურად გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ებრაელ ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ავი ციონი, ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფის წარმომადგენელი დავიდ კოზიაშვილი, „სტარ სპორტ ინვესტი“-ს დირექტორი ეკატერინე თორდია, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლის მხარეში იოსებ ოქრომელიძე, ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სხვა ოფიციალური პირები.