ფეხბურთი

12:19 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს

ინგლისის ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უმთავრეს კანდიდატად რობერტო მანჩინი სახელდება. გამოცდილი სპეციალისტი, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიწვევით, დღეს, ინგლისისა და მალტის ნაკრებთა შეხვედრას თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მალე ინგლისელთა მთავარ გუნდს ჩაიბარებს.

მოგეხსენებათ, ალბიონელთა თავკაცის პოსტი მას შემდგომაა თავისუფალი, რაც სემ ელერდაისი სკანდალში გაეხვა და უმუშევარი დარჩა. ამჟამად “ლომებს” დროებით გარეთ საუთგეიტი ავარჯიშებს.

ისე, გარდა მანჩინისა, სხვა კანდიდატურებიც სახელდებიან: რალფ რანგნიკი, სტივ ბრიუსი, ლუიშ ფელიპე სკოლარი, იურგენ კლინსმანი და ალან პარდიუ.

რაც შეეხება რობერტო მანჩინის, მისთვის ინგლისი უცხო ადგილი არაა – წლების განმავლობაში იგი “მანჩესტერ სიტის” ავარჯიშებდა.

0.123297