ჯაბა კანკავამ მაისის შემდეგ პირველად ითამაშა. ეს "რეიმსისა" და ბელგიური "შარლერუას" ამხანაგურ მატჩში, რომელიც ფრანგულმა კლუბმა 2:0 მოიგო. კანკავა სასტარტოში იყო და 77 წუთიც დაჰყო მინდორზე.
"რეიმსის" ოფიციალური საიტი აღნიშნავს, რომ ქართველმა საყრდენმა დამაჯერებლად ითამაშა. იქვეა გუნდის მწვრთნელის, მიშელ დერ-ზაქარიანის კომენტარიც, კანკავამ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და მისი სახით გუნდში კონკურენცია გაიზრდება, შესაბამისად, შუა ხაზიც გაძლიერდებაო.
როგორც იცით, კანკავას ტრავმა აწუხებდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების 5 მატჩი გაუცდა: სლოვაკეთთან, რუმინეთთან, ესპანეთთან, ავსტრიასთან და ირლანდიასთან. რა თქმა უნდა, კაპიტანი ძალიან დააკლდა ნაკრებს.
რა თქმა უნდა, სასურველ ფორმაში შესვლას დრო სჭირდება და სწორედ ამიტომაც არაა ჯაბა ნაკრებში.