ფეხბურთი

0:05 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა რეშფორდი აღიარეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი 18 წლის მარკუს რეშფორდი გახდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გამოკითხვაში "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრების 45% მიიღო. მეორე ადგილზე ანდერ ერერა (29%) გავიდა, ხოლო მესამე პოზიციაზე ხმების მეოთხედი წილად ზლატან იბრაჰიმოვიჩს ხვდა.

რეშფორდმა გასულ თვეში 6 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა მოთამაშემ თავი "ნორთჰემპტონთან" ლიგის თასზე გამოიჩინა, ხოლო პრემიერლიგაში გოლები "უოტფორდს" და "ლესტერს" გაუტანა.

0.107739