ფეხბურთი

19:28 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კევინ კამპლი ეროვნულ ნაკრებს განუდგა

ლევერკუზენის “ბაიერის” ნახევარმცველმა კევინ კამპლმა სლოვენიის ნაკრებში თამაში იუარა. როგორც ირკვევა, კამპლმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაღლილობის გამო მიიღო და სლოვენიელთა მთავარ მწვრთნელ სრეჩკო კატანეცს შეტყობინება გაუზგავნა, დავიღალეო. ამ ისტორიაში უცნაური ისაა, რომ კევინი ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ 25 წლისაა.

როგორც ფეხბურთელი ამბობს, სექტემბერში 9 მატჩის თამაში მოუწია და თავს ცუდად გრძნობს. ჯერჯერობით უცნობია დააკისრებს თუ არა სანქციებს სლოვენიის ფეხბურთის ფედერაცია კამპლს.

კევინ კამპლს სლოვენიის ნაკრებში დღემდე 24 თამაში ჩაუტარებია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, “ბაიერამდე” დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ზალცბურგის” ღირსებას იცავდა.

0.120368