მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D, ანუ ჩვენს ჯგუფს ორი ტურის თავზე ოთხი ლიდერი და ორი აუტსაიდერი ჰყავს. საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს 0 ქულა აქვთ, ხოლო დანარჩენ ოთხ გუნდს, 4-4.
სერბეთის ნაკრებმა კიშინიოვში მოლდოვას დაუბროკლებლად აჯობა – 3:0. ფილიპ კოსტიჩისა და ბრანისლავ ივანოვიჩის პირველ ტაიმში გატანილ გოლებს, მეორე ტაიმის დებიუტში დუშან ტადიჩმაც წაუმატა და სერბებმა პირველი სამი ქულა ირგუნეს.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი, ვენაში, ავსტრიამ და უელსმა ქულები გაიყვეს. ბრიტანელები ორჯერ იგებდნენ ჯო ალენისა და ვერმერის ავტოგოლით, მაგრამ ორჯერვე “ოსტერეიხმა” გაათანაბრა. დუბლით მარკო არნაუტოვიჩი გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის ლიდერების გამარჯვებები მხოლოდ მოლდოვისა და საქართველოს ნაკრებთა წინააღმდეგ აქვთ მოპოვებული, ერთმანეთში კი, ჯერჯერობით მხოლოდ ფრეებს თამაშობენ. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია...
მოლდოვა – სერბეთი 0:3 (0:2) VIDEO
გოლები: 0:1 კოსტიჩი (19), 0:2 ივანოვიჩი (37), 0:3 ტადიჩი (59)
ავსტრია – უელსი 2:2 (1:2) VIDEO
გოლები: 0:1 ალენი (22), 1:1 არნაუტოვიჩი (28), 1:2 ვერმერი (45, ა.გ), 2:2 არნაუტოვიჩი (48)
1. | უელსი | 2 | 1 | 1 | 0 | 6:2 | 4 | |
2. | სერბეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 5:2 | 4 | |
3. | ავსტრია | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 | |
4. | ირლანდია | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
5. | საქართველო | 2 | 0 | 0 | 2 | 1:3 | 0 | |
6. | მოლდოვა | 2 | 0 | 0 | 2 | 0:7 | 0 |
მომდევნო ტური – 9 ოქტომბერი
უელსი – საქართველო
მოლდოვა – ირლანდია
სერბეთი – ავსტრია