საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები, მსოფლიოს ჩემპიონები რამაზ ზოიძე, გიორგი მელია და ზვიად პატარიძე 8-9 ოქტომბერს ყახაზეთის ქალაქ სემეიში უფროსებს შორის ბოლატ ტურლუხანოვის საერთაშორისო ტურნირზე იასპრეზებენ. აღნიშნული შეჯიბრება მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება UWW-ს ეგიდით მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში 59, 66, 75, 85, 98 და 130 კგ იმართება, ჩვენი ნაკრები ყახაზეთში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძის ხელმძღვანელობით გაემგზავრა.
აღსანიშნავია რომ წინა წელს აღნიშნულ ტურნირზე სილაგაძე მაშინაც სამი ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონით გაემგაზვრა და უფროსებს შორის პირველი საერთაშორისო წარმატებასაც მიაღწიეს ბრინჯაოს მედლები რამაზ ზოიძემ (66), გელა ბოლქვაძემ (75) და ზვიად პატარიძემ (130) მოიპოვეს. ამჯერად რამაზ ზოიძე 75 კგ-ში იასპარეზებს, მელია და პატარიძე კი თავის ჩვეულ წონი კატეგორიებში 98 და 130 კგ-ში გამოვლენ.
გამარჯვებული პრიზად 3000$-ს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 2000$, მესამე 1000$.
8 ოქტომბერი - 59, 75, 98 კგ
9 ოქტომბერი - 66, 85, 130
wrestling.ge