ლონდონის “ჩელსი” ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველ ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას ცდილობს. “დეილი ტელეგრაფის” ინფორმაციით, “არისტოკრატები” 29 წლის ფეხბურთელის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გეგმავენ და ამისთვის მსუყე შეთავაძებაც მზად აქვთ: წყაროს თუ დავუჯერებთ, “ჩელსი” იტალიელ მცველში არც მეტი, არც ნაკლები, 68 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს.
ჯერჯერობით, უცნობია “იუვენტუსის” პასუხი, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბონუჩის “მანჩესტერ სიტი” ეპატიჟებოდა და იტალიურ გრანდს 60 მილიონს, ხოლო თავად ფეხბურთელს ანაზღაურების სახით 7 მილიონ ევროს ჰპირდებოდა წელიწადში.
მიუხედავად ამისა, ბონუჩიმ “სიტიში” გადასვლა თავად იუარა და “იუვეს” უერთგულა. ლეონარდო ბონუჩი “ბებერი სინიორას” ღირსებას 2010 წლიდან მოყოლებული იცავს.