აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“ რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. რუსეთის უმაღლეს საკალათბურთო დივიზიონად ვი-თი-ბის ლიგა ითვლება, რის შემდეგაც მოდის სუპერლიგა 1, 2 და 3. სწორედ სუპერლიგა 1-ში ასპარეზობს დვალიშვილის გუნდი, რომელმაც პირველ ტურში სურგუტის „უნივერსიტეტ იუგრას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 75:71 სძლია.
ქართველი ცენტრ-ფორვარდი სასტატო ხუთეულში არ ყოფილა. დვალიშვილი თამაშში სათადარიგოებიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. აკაკიმ ასპროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას ქართველმა ლეგიონერმა 3 მოხსნა მიამატა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. დვალიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა.
ნოვოსიბირსკელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დიმიტრი მაკეევი, ხოლო აექსანდრ მალავნიკოვმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. გუნდის სასტარტო ცენტრმა ალექსეი კურცევიჩმა, რომელიც გუნდის ერთადერთ ლეგიონერ დვალიშვილზე 1 წლით უფროსია, მოედანზე 30 წუთზე მეტი გაატარა და ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი ისევ შინ, 8 ოქტომბერს, მოსკოვის МБА-სთან გამართავს.
www.gbf.ge