ფეხბურთი

20:48 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფა დე როსის დააჯილდოვებს

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ დანიელე დე როსის უეფა დააჯილდოვებს. გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება ვეტერან ფეხბურთელს სპეციალურ პრიზს გადასცემს, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ დე როსი ასიანთა კლუბის წევრია.

დანიელეს დღემდე “სკუადრა აძურაში” 107 მატჩი ჩაუტარებია და 18 გოლი გაუტანია. სხვათა შორის, იგი იტალიელთა დღევანდელი შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახლავთ.

დე როსის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2004 წელს, ნორვეგიასთან მატჩში ჰქონდა (გოლიც გაიტანა). 2006 წელს იგი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012 წელს, ევროპის ვიცე-ჩემპიონი. ამასთან, რომაელი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონია 21-წლამდელთა შორის (2004 წელს) და იმავე ზაფხულში ათენის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.123119