ფეხბურთი

20:16 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” სამი მარცხი 80 წელიწადში...

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ხვალ მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება ტურინში – იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთს მიიღებს.

იტალიელმა ჟურნალისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ “სკუადრა აძურას” 80 წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე გამართული 122 თამაშიდან მხოლოდ 3-ჯერ წაუგია. თუმცა, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს შეეხება და მასში სპარინგები არაა შესული.

ბოლოს აპენინელთა მთავარმა გუნდმა სახლში 1999 წელს წააგო. კერძოდ, დანიის ნაკრებთან ნეაპოლში.

ისიც საგულისხმოა, რომ იტალიას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში უკვე 10 წელია არ წაუგია, ხოლო თუ მხედველობაში მარტო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპებს მივიღებთ, მაშინ 12 წელი (ბოლოს სლოვენიასთან 2004 წელს).

შეგახსენებთ, იტალია და ესპანეთი ერთმანეთს სამი თვის წინ, ევრო 2016-ის მერვედფინალში პარიზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ “აძურამ” ჯორჯო კიელინისა და გრაციანო პელეს გოლებით 2:0 სძლია მეტოქეს.

0.120042