ჩოგბურთი

13:39 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ და არუაბარენამ სლოვენიური ბარიერი დასძლიეს

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ესპანელი ლარა არუაბარენა პეკინის მასტერსის 1/4-ფინალში გავიდნენ. 1/8-ფინალში ქართულ-ესპანურმა წყვილმა სლოვენიური დუეტი ანდრეა კლეპაჩი და კატარინა სრებოტნიკი დაამარცხა - 5:7, 7:5, 10:4.

1/4-ფინალში კალაშნიკოვა-არაუაბარენას დუეტი ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ტაივანურ წყვილს ჰაო-ჩინ ჩანის და იუნ-იან ჩანის შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა 7 ოქტომბერს 07:00 საათზე დაიწყება.

0.113019